воскресенье, 21 апреля 2024 г.







2024 წლის  20 ივნისს № 29 საჯარო სკოლაში გაიმართება სარაიონო კონფერენცია   "ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვის ხელშეწყობა"


სამუშაო ენა:  ქართული


კონფერენციის მიზანი: პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ – პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი აქტუალური საკითხები:~
  • თანამშრომლობის განვითარება ერთიანი აკადემიური სივრცის ჩამოყალიბების  მიზნით;
  • პროფესიული  ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საქმიანობის სტიმულირება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით;
  • საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა;
  •  ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვაში;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვა, გამოცდილების გაზიარება; 

მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა. კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.

მოთხოვნები:

·       კონფერენციის  მონაწილის ნაშრომის პრეზენტაცია - 10 წუთი, დებატები - 5 წუთი;

·       თანაავტორობის (არაუმეტეს 2 პირი) შემთხვევაში ნაშრომს წარმოადგენს ორივე მონაწილე; დაბეჭდილ თეზისებში სრულყოფილად იქნება მითითებული თანაავტორთა ვინაობა;


   კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

· საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებს;

·       სკოლის დირექტორებს;

·       ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;

კონფერენციის ეტაპები:
კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელთა რეგისტრაცია:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სკოლის ყველა დაინტერესებულ პედაგოგს. კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით მასწავლებელმა/მასწავლებელთა ჯგუფმა, უნდა შეარჩიოს კონფერენციის თემა და აღნიშნულ თემაზე მომზადებული მოხსენება, პრეზენტაცია და კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი შეავსოს 

     კონფერენციის მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი.




მნიშვნელოვანი თარიღები:

30/04/2024-კონფერენციის სარეგისტრაციო განაცხადისა და თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადა;  


20/06/2024-კონფერენციის გახსნა