2024 წლის 20 ივნისს № 29 საჯარო სკოლაში გაიმართება სარაიონო კონფერენცია "ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვის ხელშეწყობა"
სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციის მიზანი: პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ – პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
კონფერენციაზე
განხილული იქნება შემდეგი აქტუალური საკითხები:~
- თანამშრომლობის განვითარება ერთიანი აკადემიური სივრცის ჩამოყალიბების მიზნით;
- პროფესიული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საქმიანობის სტიმულირება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით;
- საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა;
- ინოვაციური
მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვაში;
- თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვა, გამოცდილების გაზიარება;
მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა. კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
მოთხოვნები:
·
კონფერენციის
მონაწილის ნაშრომის პრეზენტაცია - 10 წუთი,
დებატები - 5 წუთი;
· თანაავტორობის (არაუმეტეს 2 პირი) შემთხვევაში ნაშრომს წარმოადგენს ორივე მონაწილე; დაბეჭდილ თეზისებში სრულყოფილად იქნება მითითებული თანაავტორთა ვინაობა;
კონფერენციაში
მონაწილეობის მიღება შეუძლია:
· საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებს;
· სკოლის დირექტორებს;
· ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
კონფერენციის ეტაპები:
კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელთა რეგისტრაცია:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სკოლის ყველა დაინტერესებულ პედაგოგს. კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით მასწავლებელმა/მასწავლებელთა ჯგუფმა, უნდა შეარჩიოს კონფერენციის თემა და აღნიშნულ თემაზე მომზადებული მოხსენება, პრეზენტაცია და კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი შეავსოს
კონფერენციის მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი.
მნიშვნელოვანი
თარიღები:
30/04/2024-კონფერენციის სარეგისტრაციო განაცხადისა და თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადა;
20/06/2024-კონფერენციის გახსნა