среда, 30 мая 2018 г.

დღის წესრიგი :



მასწავლებელთა სასწავლო მეთოდური კონფერენცია

„გამჭოლი კომპეტენციების დანერგვა  სასწავლო პროცესში“


დღის წესრიგი:


  1.   ირმა ნიჟარაძე-„მე-19 საუკუნის საქართველო და ქართული ლიტერატურა“- 11:00სთ
  2.   ფატმან ერისთავი :  „არსებითი სახელი, სულიერი/უსულო -11:10 სთ
  3.   ირმა შავლაძე :“ჭიანჭველა და ფუტკარი“-  11:20 სთ
  4.   ლინა გასპარიანი: „საქართველოს ღირსშესანიშნაობები"- 11:30
  5.   ივლიანა გუჯეჯიანი :„გიორგი წერეთლის დედა“– 11:40 სთ
  6.   ნათია ბოჭორიშვილი: „წელიწადის დროები“-11:50
  7.   რუსუდან გათაშვილი: „ორნიშნა და ერთნიშნა რიცხვების შეჯამება“-12:00
  8.   ლეილა ტყემალაძე : „ზედაპირის ფართობი“ - 12:10
  9.   ნინო იასაღაშვილი : „ვივალდი: წელიწადის დრონი“ “ – 12:20 სთ
  10.   ვიქტორია ფირალიშვილი: „როგორია შორეული ქვეყნები?“- 12:30
  11.   ცისმარი გეწაძე : „საქართველოს გაერთიანება“- 12:40
  12.   მაია გელაშვილი : „ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში“ – 12:50სთ
  13.  ლელა ხარატიშვილი:"საუკეთესო მოანგარიშე"- 13:00

вторник, 29 мая 2018 г.

კონფერენცია 2018

2018 წლის 3 ივნისს № 29 საჯარო სკოლაში გაიმართება სასკოლო კონფერენცია   "გამჭოლი კომპეტენციების განვითარება სასწავლო პროცესში"


კონფერენციის მიზანი: პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ – პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა. კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.

კონფერენციის ეტაპები:
კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელთა რეგისტრაცია:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სკოლის ყველა დაინტერესებულ პედაგოგს. კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით მასწავლებელმა/მასწავლებელთა ჯგუფმა, უნდა შეარჩიოს კონფერენციის თემა და აღნიშნულ თემაზე მომზადებული მოხსენება, პრეზენტაცია და კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი შეავსოს https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScLeNtyUNr3BtS5hLwMoSkNNw26ZxwgDyrv3E2jfGNZhDH1bQ/viewform
 ზემოხსენებული დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ელექტრონულად არაუგვიანეს 2018 წლის 20 აპრილისა
მეორე ეტაპი:  სასკოლო კონფერენცია, 2018 წლის 10 ივნისი