вторник, 29 мая 2018 г.

კონფერენცია 2018

2018 წლის 3 ივნისს № 29 საჯარო სკოლაში გაიმართება სასკოლო კონფერენცია   "გამჭოლი კომპეტენციების განვითარება სასწავლო პროცესში"


კონფერენციის მიზანი: პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ – პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა. კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.

კონფერენციის ეტაპები:
კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელთა რეგისტრაცია:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სკოლის ყველა დაინტერესებულ პედაგოგს. კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით მასწავლებელმა/მასწავლებელთა ჯგუფმა, უნდა შეარჩიოს კონფერენციის თემა და აღნიშნულ თემაზე მომზადებული მოხსენება, პრეზენტაცია და კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი შეავსოს https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScLeNtyUNr3BtS5hLwMoSkNNw26ZxwgDyrv3E2jfGNZhDH1bQ/viewform
 ზემოხსენებული დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ელექტრონულად არაუგვიანეს 2018 წლის 20 აპრილისა
მეორე ეტაპი:  სასკოლო კონფერენცია, 2018 წლის 10 ივნისი


Комментариев нет:

Отправить комментарий